![]() ![]() |
kakha pkhakadze |
Jun 9 2010, 05:31 PM
Post
#1
|
![]() Group: Super Admin Alliance: photolife Posts: 3,598 Joined: 11-February 07 From: Georgia, Tbilisi Member No.: 10 Name , Surname: კახა ფხაკაძე |
მეგობრებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, "ფოტომანი 2010" კონკურსის ფარგლებში შესრულებული ფოტოები შეფასებისას არ აისახება პორტალის პირველ გვერდზე. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა საკონკურსო ფოტო მოხვდეს ერთნაირ პირობებში და შეფასების პერიოდში პრიორიტეტი არ მიენიჭოს მაღალრეიტინგულ ფოტოს (ფოტოებს). წლევანდელ კონკურსში შემოდის პორტალის პირველ გვერდზე საკონკურსო ფოტოს გამოტანის ახალი პრინციპი, რაც თანასწორშესაძლებლობებზეა დამყარებული და არ არის დამოკიდებული შეფასების ქულაზე.
ამ მიზნით, კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში პორტალზე დროებით იქმნება ალიანსი - "ფოტომანი", რომლის ხელმძღვანელი იქნება პროექტის მენეჯერი და კოორდინატორი თამუნა ქარჩხაძე. ალიანსის წევრებს საშუალება ექნებათ ფოტოზე რეკომენდაციის მიცემის საშუალებით მომდევნო რეკომენდაციამდე პორტალის პირველ გვერდზე ავტომატურად გამოიტანონ მათი ფავორიტი ფოტო. გამოტანილი ფოტო შეიცვლება სხვა ფოტოთი მაშინ, როდესაც ალიანსის რომელიმე წევრი მისცემს მას რეკომენდაციას. ალიანსის წევრს ერთ ფოტოზე შეუძლია მისცეს მხოლოდ ერთი რეკომენდაცია ერთხელ. ალიანსის ერთადერთი მიზანია რეკომენდაციის მიცემის გზით პორტალის პირველ გვერდზე გამოიტანოს სასურველი ფოტო და ამით ხელი შეუწყოს ფოტოს პოპულარიაზაციასა და ნახვის გზით შეფასების შესაძლო ზრდას. რეკომენდაციების რაოდენობა ანიჭებს უპირატესობას ფოტოს ერთნაირი ქულების შემთხვევაში. ალიანსის წევრობა: ფოტომანი-ალიანსის წევრი შეიძლება იყოს ”ფოტოგრაფთა” ჯგუფის ყველა ის მომხმარებელი, რომელიც პორტალზე რეგისტრირებულია 2010 წლის 1 ივნისამდე. ასევე პორტალის ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის, სპეცჯგუფის (ფოტოომბუდსმენი, მხარდამჭერები და სპონსორები) წარმომადგენლებს (სფეჯგუფის წევრებზე დამაბრკოლებლად არ მოქმედებს პორტალზე რეგისტრაციის თარიღი). ევრებიც. ასეთი წევრები დროებით, კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში მოიხსნებიან არსებული ალიანსის წევრობიდან და გადაყვანილნი იქნებიან ”ფოტომანი-ალიანსში”. კონკურსის დამთავრებისთანავე ისინი დაუბრუნდებიან პირვანდელ ალიანსებს. კონკურსანტები ვერ იქნებიან ალიანსის წევრები, რადგან მათ არ აქვთ საკუთარ ფოტოზე რეკომენდაციის მიცემის უფლება. ალიანსის წევრი არ შეიძლება იყოს მომხმარებელი, რომელსაც კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში პორტალზე აქვს რაიმე სახის აკრძალვა (ბანი). ალიანსის წევრობა დაუყოვნებლივ შეუწყდება მომხმარებელს, რომელიც კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში პორტაზე არსებული რეგლამენტის არსებითი დარღვეისთვის მიიღებს რაიმე სახის აკრძალვას. ალიანსში გაწევრიანების მიზნით, მსურველმა საკუთარი ელ-ფოსტით უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა ფოსტაზე - photo.aliance@gmail.com. მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს ფორუმული სახელი (ნიკი). გადამოწმების შემდეგ 24 საათში მიღებული იქნება გადაწყვეტილება რაც ფოსტითვე ეცნობება მომთხოვნს. ფოსტის ერთი მისამართიდან მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადი. განაცხადების მიღება იწყება დღეიდან კონკურსის დასრულებამდე. -------------------- |
![]() ![]() |
| Lo-Fi Version | Time is now: 6th September 2010 - 07:40 PM |